ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს მედიცინის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია ბიწკინაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თავმჯდომარე;
ბ) ნინო ჩიხლაძე - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ) თამარ ლეკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
დ) მაკა ჯორბენაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, მდივანი;
ე) ჯულიეტა ხუციშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ვ) თამუნა ლომიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
2. ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
დიმიტრი კორძაია
დეკანი