ცხადდება ნაშრომების მიღება ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის, ბილეფელდისა და იენის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მესამე/მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები უნდა ეხებოდეს საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 12 მარტის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე vwiclproject@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (დანართი);
ბ) სამეცნიერო ნაშრომი.
ნაშრომების მიღების პერიოდი: 06/03/2023 - 12/03/2023
კონფერენციის ზეპირი ეტაპი ჩატარდება 2023 წლის 25 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში!
დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ იხილოთ დანართი!
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vwiclproject@gmail.com
საკონტაქტო პირები:
პროექტის ხელმძღვანელი - გიორგი დგებუაძე, ელ.ფოსტა giorgi.dgebuadze@tsu.ge
პროექტის ასისტენტი - ნინო მაისურაძე, ელ.ფოსტა nino.maisuradze046@law.tsu.ge