geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2026-12-03
Beginning 14:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. მე-2 სართული, სააქტო დარბაზის ფოიე

3 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 14:00 საათიდან - 17:00 საათამდე,  თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი და თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უკვე ტრადიციულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს 50-მდე დამსაქმებელი, რომლებიც წარმოადგენენ პროფილურ ვაკანსიებს, შემდეგი მიმართულებებით:

საგადასახადო და ფინანსური საქმიანობა, საოფისე საქმე, მარკეტინგი, IT სფერო და ტექნოლოგიები, თარგმანი, აუდიტი, სამართლის სპეციალობა, საბუნებისმეტყველო მიმართულება, ანალიტიკური საქმიანობა და სხვა.

წელს პირველად, ფორუმის პარალელურად ჩატარდება კარიერული მასტერკლასებიც, სტუდენტებისათვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.

დასწრების მსურველმა სტუდენტებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/4WWe4dDgAqWsY27N9

Related events