Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2025-12-01
Beginning 12:00 HR
Address მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა საზოგადოების ჩართულობით ტარდება ღონისძიება, სახელწოდებით, „ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში,“ რომელიც იმართება  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის  თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით.

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი საკითხი, როგორიცაა ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში და თანამედროვე პრობლემები. ქალების როლის, ქალთა უფლებებთან და გენდერულ მიმართებებთან დაკავშირებული კვლევები მრავალასპექტიანია და სხვადასხვა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ქალთა საკითხებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა ემანსიპაციისა და სეკულარიზაციის პროცესების კვალდაკვალ. მიმდინარე დისკურსები ქალებს იდენტობის, მიგრაციის, გლობალიზაციის, ღირებულებათა, კონფლიქტების და სხვ. საკითხებს უკავშირებენ. დიდია საზოგადოებრივი ინტერესიც, რაც ხშირ შემთხვვაში სტერეოტიპული ხედვების ჩამოყალიბების საფუძველი ხდება. ეთნოლოგიური კვლევები საშუალებას იძლევა დიაქრონულ და სინქრონულ ჭრილებში იქნას გაანალიზებული ქალებთან დაკავშირებული ყველა საკითხი სრული კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით. ამიტომ, მიზანშეწონილია როგორც სამეცნიერო, ასევე პოპულარული დისკუსიის სპეციალისტთა ჩართულობით წარმართვა. მრგვალი მაგიდის მიზანია დისკუსია გაიმართოს ქალების როლზე კულტურის დაცვა-გადაცემის პროცესში და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ტრადიციულ საზოგადოებებში. დისკუსია ინტერდისციპლინური ხასიათის იქნება და კითხვები სხვადასხვა პერსპექტივიდან დაისმება.

 

მომხსნებლები: ქეთევან ხუციშვილი "ქალთა როლი კულტურის გადაცემის პროცესში", როზეტა გუჯეჯიანი: "ქალთა ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.  ლექციების შემდგომ გაიმართება დისკუსია და მოგვიანებით ასევე, თსუ მუზეუმის მხარდაჭერით,  ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.

Related events