8 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევითი პროექტის - „რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო: გლობალური და რეგიონული კრიზისის ლოკალური შედეგები“ - პირველი წლის შემაჯამებელ კვლევითი სემინარი გაიმართება.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის 2023 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ამ პროექტის (FR-23-2282) წამყვანი ორგანიზაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტია.
სემინარის პირველ ნაწილში პროექტზე მომუშავე მკვლევართა გუნდის წევრები ინდივიდუალური საველე კვლევის პირველად შედეგებს წარადგენენ. შეხვედრის მეორე ნაწილი აუდიტორიის შეკითხვებსა და კომენტარებზე აგებულ დისკუსიას დაეთმობა.
მომხსენებლები:
18:00-18:15 - ნანა კობიძე, „ომი და საბინაო კრიზისი: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გავლენა ბათუმზე“.
18:15-18:30 - დათო ლაღიძე, „გურიის სოფლების აპროპრიაცია: ადგილობრივი მოსახლეობისა და ეთნიკურად რუსების თანაცხოვრება“.
18:30-18:45 - თეა ქამუშაძე, „რუსული ენა და თბილისის ურბანილი გარემო რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე“.
18:45-19:00 - გიორგი ჭეიშვილი, „ემიგრაცია დროსა და სივრცეში: რუსი მიგრანტები საქართველოში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის კვალდაკვალ“.
19:00-19:15 - თინათინ ხომერიკი, „ჯენტრიფიკაცია თუ კოლონიზაცია?“: საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი და ვერნაკულური უსაფრთხოება თბილისში 2022 წლის შემდეგ“.
19:15-19:45 - დისკუსია (მოდერატორი: გიორგი ჭეიშვილი).