13-14 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.
მოხსენებების თემატიკა:
პლენარური სხდომა:
ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები
კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
- ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია;
- ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია;
- ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია;
- კულტურა და ხელოვნება;
- ინტერდისციპლინური კვლევები;
- მედია და მასობრივი კომუნიკაცია.
მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
კონფერენციის მიზანი:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა, თეზისები.