Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2024-09-09
Beginning 12:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

9 სექტემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-10 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (GGSWBS 2024) გაიხსნება.

 

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: (იულიხის კველევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლც ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლც ცენტრი (HZDR), და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი: (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)) – ერთობლივად გამართავენ  მე - 10 ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (GGSWBS 2024) 2024 წლის 9-13 სექტემბრის ჩათვლით.
 
საიუბილეო ღონისძიებებს უმასპინძლებენ ქ. თბილისში (9-10 სექტემბერი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და ქ. ქუთაისში (11-13 სექტემბერი) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
 
ღონისძიება - „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab-ების მიღწევები“ ეძღვნება  GGSB-ს 20 წლის იუბილეს. ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების  მიღწევები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
 
მეცნიერების ფესტივალი მოიცავს ორ ნაწილს: (i) GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა: თანამშრომლობის ისტორია და ძირითადი მიღწევები წარმოდგენილი იქნება თსუ-ში და სტუ-ში, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასთან ერთად. (ii) სამეცნიერო სემინარი გაიმართება ქუთაისში (ქსუ).


ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა -  ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და ა.შ. 
 
იხილეთ ღონისძიების პროგრამა.

Related events