თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო პროექტის „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის ხელმძღვანელი: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი, პროფესორი ირმა რატიანი
პროექტის წარმდგენი ორგანიზაციები: კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
დონორი ორგანიზაცია: - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
თანამონაწლე და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია: - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
დღის წესრიგი
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ირმა რატიანი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თემურ დოჭვირი, პროექტის მონაწილეები.
პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება პროექტის ფარგლებში მომზადებული კლიპი, რომელიც ასახავს განხორციელებული სამეცნიერო ვიზიტების პროცესსა და შედეგებს.
დეტალური ინოფრმაციისთვის იხილეთ.