18 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიხსნება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. „გამომცემლობა პალიტრა L” თსუ-ის ბიბლიოთეკის თანაორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში წარადგენს 95 დასახელების სხვადასხვა წიგნს.
მკითხველი გაეცნობა თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებას. ექსპოზიციაზე გამოტანილი იქნება 2024 წელს გამოცემული წიგნებიც. კლასიკური ნაწარმოებების გარდა, გაიყიდება შემდეგი სერიის წიგნები: 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ; საბავშვო-საყმაწვილო; წლის ბესტსელერი; იკითხე კლასიკა; პორტალი; შემეცნებითი; ლურჯი ოკეანე; მხატვრული ლიტერატურა; მოსწავლის არჩევანი; სამაგიდო თამაშები და ა.შ. გამოფენილი ყველა წიგნი 25-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება