22 მარტს, 11.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ჯემალ აჯიაშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "კულტურათა დიალოგი გრძელდება".
კონფერენცია 23 მარტს დასრულდება. მისი ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა, აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი, ისრაელის ცენტრი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასევე ჯემალ აჯიაშვილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.