6 მარტს, 12:00 სთ-ზე, გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობებს შორის: „ჩემი გამომცემლობა,“ „მერიდიანი,“ „სეზან ფაბლიშინგი,“ „კარპე დიემი,“ „არეტე“.
მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით გამდიდრება. თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობები ვალდებულებას იღებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადმოსცენ ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და გამომცემლობების დირექტორები.