22 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟირების კურსი - ,,პრაქტიკული ჟურნალისტიკა“ - გაიარეს თსუ-ს სტუდენტებმა: ანი მამისაშვილმა, ია ნადირაშვილმა, ნატა ჩობანიძემ, მარიამ ხაზალიამ, თორნიკე ელაშვილმა, ნინო ჯანჯალაშვილმა, ანი როსტიაშვილმა, მარიამ ბალხამიშვილმა და მარიამ გაფრინდაშვილმა.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ს ვიცე-რექტორი კახაბერ ჭეიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა შამილიშვილი, თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო უგრეხელიძე, თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული ჟურნალისტები.