არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოლტერ კრონკაიტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორები - კენ ფოსკეტი და დოქტორი ბილ სილკოქი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვევიან.
ამერიკელი პროფესორები 14 ნოემბერს, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, საჯარო ლექციებს გამართავენ, რომლებიც შეეხება მედიის პრობლემატიკის საკითხებს.
ლექციების განრიგი და თემა:
10:00 – 11:00 – „თავისუფალი პრესის მოდელი სამართლიანი არჩევნების გაშუქებისთვის“;
15:00 – 16:00 – „ჟურნალისტური გამოძიება“;
16:30 – 17:30 – „სოციალური მედია ჟურნალისტურ განათლებაში“ ;
დასწრება თავისუფალია!