Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-04-20
Beginning 15:30 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

20 აპრილს, 15.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს მიუნხენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი, ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ჰელმუთ ფრისი. 
 

პროფესორი ჰელმუთ ფრისი მსოფლიო მასშტაბით ტოპ-ათეულში შემავალი დარგის სპეციალისტი და გერმანიის ყველაზე მოთხოვნადი ონკოქირურგია. თსუ-ში იგი წაიკითხავს საჯარო ლექციას ონკოლოგიის თანამედროვე სიახლეებზე მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და უმცროსი ექიმებისთვის. ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
 

ჰელმუთ ფრისი საქართველოში გერმანული ჰოსპიტალის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი გერმანულ ჰოსპიტალში კონსულტაციას გაუწევს ონკოლოგიურ პაციენტებს.

 

Related events