30 მარტს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ,,ილიას ფონდის’’ ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ქართველი ფილოლოგისა და ლიტერატურათმცოდნის, რევაზ სირაძის თხზულებათა ოთხი ტომის პრეზენტაცია (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი: ანდრო ბედუკაძე).
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თსუ ბიბლიოთეკაში დაცული რევაზ სირაძის სადოქტორო დისერტაცია და სხვადასხვა წლებში გამოცემული ნაშრომები.
რევაზ სირაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962-1966 წლებში იყო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი. 1968-1978 წლებში დოცენტი; 1978 წლიდან - პროფესორი.