Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-02-23
Beginning 14:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 202.

 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - “კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა” (FR-21-14562), ფარგლებში ჩატარდება სემინარი: "ქართული პანდემიური და პოსტპანდემიური რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა". მკვლევართა ჯგუფი წარმოადგენს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს, გაიმართება დისკუსია.

 

ძირითადი მომხსენებლები იქნებიან: ქეთევან ხუციშვილი, თსუ პროფესორი; თეა ქამუშაძე, ანთროპოლოგიის დოქტორი; გიორგი ჭეიშვილი, ანთროპოლოგიის დოქტორი; თამილა კოშორიძე, ისტორიის დოქტორი; თამარ ანთაძე, დოქტორანტი.

 

დღეს, არავინ დავობს იმაზე, რომ კოვიდ პანდემიამ სამყარო მნიშვნელოვნად შეცვალა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე იყო. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა გლობალური პანდემია. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესდა აკრძალვები, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოვედღიურობა და ცხოვრების ნირი. ადამიანთა შორის კონტაქტის შეზღუდვა და მათ შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა, რეალობის ვირტუალიზაცია, არსებითად ასხვაფერებს ჩვენს წარმოდგენებს ურთიერთობებზე, ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე.

 

ფუნდამენტური კვლევის ფარგლებში ანთროპოლოგთა სამეცნიერო ჯგუფი სწავლობს რეალობას, რომელიც პანდემიის დადგომის შემდგომ შეიქმნა და ყველაფერი ჩვეული და ტრადიციული საფრთხის ქვეშ დააყენა. კვლევის მნიშვნელობა სცდება ვიწრო დარგობრივ ინტერესს და ფართო სამეცნიერო მნიშვნელობას იძენს. მთლიანობაში  კვლევის შედეგები პასუხობს ფართო საზოგადოებრივ ინტერესს, გავაანალიზოთ რეალობა, რომელიც ყველაფერს მანამდე არსებულს ცვლის და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: რა და როგორ შეიცვლება პანდემიის დასრულების შემდგომ? რა დარჩება და რა დაექვემდებარება ცვლილებას?

Related events