Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-12-26
Beginning 16:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ.11, თსუ III კორპუსი, 024 აუდიტორია

26 დეკემბერს, 16:00 საათზე თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნება.


პროექტი „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (Establishment of Psychological Counselling Centers at Georgian HEIs for Students - E-PSY, N617980-EPP-1-2020-1-G-EPPK2-CBHE-SP) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021 წლის იანვრიდან დაიწყო, რომელიც ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ერაზმუს+ პროგრამის Capacity Building in a Field of Higher Education ფარგლებში.

 

ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ფარგლებში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც კონსორციუმის წევრი. კონსორციუმის წევრებია ასევე არიან: პოლონეთის ბიგდოშჩის ეკონომიკური უნივერსიტეტი; ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტი; ბოლონიის კომპანია „სტეპსი“ (STePS); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნვიერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებავილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის ცენტრი (თბილისი-კის) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა, მათი მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება. 


პროექტის ფარგლებში აკადემიური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და დახმარებას. ასევე, გადამზადდებიან ფსიქოლოგიური კონსულტაციის სპეციალისტები და ფსიქოთერაპევტები, ვინც მოემსახურება სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას, მათი პოტენციალის განვითარებას. ფაკულტეტი მუშაობს თსუ-ის კეთილდღეობის პოლიტიკის დოკუმენტზე, რაც გულისხმობს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მხარდაჭერას. 
 

2019 წლიდან ფაკულტეტზე არსებობს ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, რომელიც ონლაინ დახმარებას უწევს ფაკულტეტის სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას, მათი პოტენციალის განვითარებას. 
 

პროექტის განხორციელების შედეგად ფაკულტეტზე არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი კვალიფიციურად მოემსახურება სტუდენტებს სხვა ფაკულტტბიდანაც, გაიზრდება სერვისის მიღების მსურველი სტუდენტების რაოდენობა, ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები გაივლიან ტრენინგს და მომზადდებიან მომავალი ფსიქოლოგიური საკონსულტაციო საქმიანობისთვის, რაც გააძლიერებს ცენტრის მდგრადობას.
 

ცენტრი ოფიციალურად მუშაობას დაიწყებს 2023 წლის თებერვლიდან. 

Related events