Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-12-05
Beginning 16:00 HR
Address ილია ჭავჭავაძის N1, თსუ I კორპუსი,  აუდიტორია 202.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი და

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრა

5 დეკემბერს, გიწვევთ საღამოზე "შეხვედრა  გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილთან"

ბატონი გიორგი ეკიზაშვილი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  რომანული ფილოლოგიის (ფრანგული ლიტერატურა) კათედრის პროფესორი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი,  არაერთი კონკურსისა და ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.

ღონისძიება ეძღვნება ქართველი რეჟისორის, დრამატურგის, მწერალის, მხატვრისა და მოქანდაკის,  რეზო გაბრიაძის,  ნოველის – "თეთრი ხიდი"   – უახლეს ფრანგულ თარგმანს. შეხვედრის ფარგლებში გიორგი ეკიზაშვილი ასევე, წარმოადგენს ახალ პოეტურ თარგმანებს, რომლებიც ქართულ ლიტერატურულ ხელოვნებას ფრანკოფონული სამყაროსაკენ უხსნის გზას.

ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი და გამომცემლობა „აგორა“.

 

Related events