Date
2022-11-18
Beginning
16:00 HR
Address
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.
18 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება სოფიკო ტყეშელაშვილის პოეზიის საღამო - „მზე ჩაბრძანდება ბუდეში“.
სოფიკო ტყეშელაშვილის პოეზია სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია პოეტური კრებულისა: „აპრილი“, მისი ლექსები შესულია თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიასა და მცირე ანთოლოგიაში – „დედა ქართულ პოეზიაში“.
საღამოს წარუძღვება მისივე წიგნის: „აპრილის“ რედაქტორი და ჟურნალისტი ია მაჭავარიანი.
საღამოზე პოეტი თავად წაიკითხავს ლექსებს საკუთარი შემოქმედებიდან.
Related events