Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-10-28
Beginning 10:30 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 202;

28 ოქტომბერს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აღმოსავლეთ აზია ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში“ გაიხსნება, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების დაარსების 15 წლისთავს, საქართველოს იაპონიასთან და ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
 

კონფერენციის თემატიკა მოიცავს მოხსენებათა ფართო სპექტრს: შორეული აღმოსავლეთი და საქართველო, ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, მასმედია, მეცნიერება და ტექნოლოგია, ეკონომიკა, კულტურა, არქიტექტურა და სოციალური საკითხები. 


29 ოქტომბერს, 11:00 საათზე კონფერენცია გაიმართება თსუ V კორპუსის 306-ე აუდიტორიაში. 

Related events