26 ოქტომბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსირტეტში გაიმართება ემერიტუს პროფესორის დამანა მელიქიშვილის წიგნის - „იოანე პეტრიწის ენა და სტილი“ - პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში (SP-2-21-619).
ნაშრომი წარმოადგენს იოანე პეტრიწის ენისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევის - „იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი“ (თბილისი, განათლება, 1975) - მეორე, შევსებულ გამოცემას.