13 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "VIII საერთაშორისო კონფერენცია - ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები" გაიხსნება.
კონფერენცია ეძღვნება ოს მუჰაჯირ პოეტს თემირბოლათ მამსუროვს.
ღონისძიების ორგანიზატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.
კონფერენცია ჩატარდება შერეულ ფორმატში. ზუმის ბმული: https://zoom.us/j/98897496270