Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-10-11
Beginning 12:00 HR
Address მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ სააქტო დარბაზი

11 ოქტომბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა II.“
 

კონფერენციის ორგანიზატორია  თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა სამეცნიერო კვლევის ცენტრი. კონფერენციის თანაორგანიზატორები: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
 

წლევანდელი კონფერნცია ეძღვნება თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცენატის  დოქტორ სიმონ ზაზაძის ხსოვნას.
 

მუშაობაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.
 

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხება  სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანის, დოქტორ სიმონ ზაზაძისა და ზაზაძეების საგვარეულოს ისტორიასა და დამსახურებას ქართული კულტურის წინაშე; ქართული კათოლიციზმის ისტორიას, ისტორიულ ქართულ დიასპორათა (თურქეთში,  ირანსა და აზერბაიჯანში) ყოფას, კულტურას, ენობრივ ვითარებას. 

             

Related events