30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შავი და ხმეთალშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელ კომისიასა და საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიურ ცენტრთან თანამშრომლობით ატარებს სხდომას: ენციკლოპედიის „ანტიკური კავკასია“ გამოცემის თანამედროვე მდგომარეობა და სამომავლო გეგმები (პროექტის ხელმძღვანელისა და საგამომცემლო ჯგუფის ანგარიში).
მსურველებს შეეძლებათ ფასდაკლებით შეიძინონ ენციკლოპედიის უკვე გამოცემული ტომებისა და ნაკვეთების სრული კომპლექტი.