Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-09-26
Beginning 14:30 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი "ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდთან" თანამშრომლობით,  სტუდენტებს ვიშეგრადის ოთხეულის წევრ ქვეყნებში სწავლის   უნიკალურ  შესაძლებლობას  სთავაზობს.  სწავლის  გასაგრძელებლად  ჩეხეთის,  უნგრეთის,   პოლონეთის ან  სლოვაკეთის 200-მდე უნივერსიტეტში  სტიპენდიის მოპოვება თსუ-ის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ. 

 

თუ გსურთ გაიგოთ მეტი,  26 სექტემბერს,  14:30 საათზე, გელოდებით თსუ I კორპუსის მუზეუმში, სადაც "ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი პეტრ მარეში, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ევა დვორჟაკოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში იანა გაშპარიკოვა, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში გაბორ მიკეში, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი დარია შლეზინგერი და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენელი ზუზანა პალოსოვა სტუდენტებს შეხვდებიან და ფონდის საქმიანობისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობების შესახებ  დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

 

"ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი" ჩეხეთის,  უნგრეთის, პოლონეთისა და  სლოვაკეთის მთავრობების მიერ 2000 წელს დაარსდა. ფონდი ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, იდეების გაცვლა-გაზიარებასა და ურთიერთგაგებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის. 

Related events