Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-09-15
Beginning 9:00 HR
Address მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ-ს I კორპუსი. II სართული, სააქტო დარბაზის ფოიე

15 სექტემბერს, 9:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ - ქართული პროექტის „DAMAST ტრანსფერის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია - "მონიტორინგი მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთის: წყლისა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება დეკარბონიზაციისათვის" გაიმართება.


ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი,   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გერმანიის განათლების და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს (BMBF) წარმომადგენლები და DAMAST-Transfer-ის წამყვანი მეცნიერები დაეწრებიან.
 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება DAMAST (მონიტორინგის ტექნოლოგია ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხო და ეფექტური მუშაობისთვის) პროექტის ძირითადი შედეგები, რომლებიც მიღწეულია თსუ-სა და სტუ-ს ქართველ მეცნიერებსა და EIFER-ის, Piewak & Partner-ისა და KIT-ის გერმანელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის შედეგად, „ენგურჰესთან“  მუშაობისას. კონფერენციის მონაწილეები წარმოადგენენ მონიტორინგის სისტემებს და პირველ (დაახ. 2 წლიანი) გაზომვების შედეგებს - სეისმურობის, გეომექანიკის, რეგიონული და კაშხლის დეფორმაციის კვლევების.
 

პროექტში მონაწილეობდნენ მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ასევე, სტუდენტები, რომლებმაც ინტენსიური მონაწილეობა მიიღეს საველე სამუშაოებებში და შესაძლებლობა მიეცათ გერმანელ და ქართველ მეცნიერებთან ერთად მიეღოთ გამოცდილება პრატიკულ საქმიანობაში.


DAMAST პროექტი (2019-2022) ეძღვნებოდა წყალსაცავის ექსპლუატაციის ეფექტურობის გრძელვადიანობას და მაღალი დანახარჯების თავიდან აცილების პრევენციას. ასევე პროექტის მიზანი იყო მონიტორინგის კონცეფციების შემუშავება, გადასატანი მონიტორინგის სისტემების  დაყენება და ტესტირება რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა კაშხლებზე მსგავს პირობებში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნა ინოვაციური მეთოდები საჭირო მონაცემების შეგროვებისა და ანალიზისთვის.
 

შემდეგი პროექტი DAMAST -Transfer (2022-2024) მიზნად ისახავს DAMAST-ის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაზიარებას სხვა ქვეყნებისათვის, რათა დაეხმაროს მტკნარი წყლის მართვას და მიაწოდოს საზოგადოებას სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი სიმძლავრე. ეს პროექტი არის პირველი ნაბიჯი კავკასიაში მაღალი კომპეტენციის მქონე  საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შესაქმნელად. ასეთი ცენტრი იდეალური იქნება კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კვლევების გაერთიანებისთვის.

 

Related events