Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-09-14
Beginning 12:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აკადემიური საბჭოს აპარატის ოთახი

14 სექტემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, კანცლერი ლაშა საღინაძე და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი მოაწერენ.

ხელშეკრულების მიზანია თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ნორმატიული აქტების ტექსტების ბეჭდურ ვერსიებზე წვდომის უკეთესი შესაძლებლობების შექმნა. ამავე მიზნით უნივერსიტეტის შენობაში განთავსდება საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატი, სადაც სტუდენტები, ასევე ნორმატიული აქტების ბეჭდური ვერსიებით დაინტერესებული სხვა პირები, შეძლებენ საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ტექსტების შეძენას ხელმისაწვდომი პირობებით.

 

Related events