Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-09-12
Beginning 12:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

 

12 სექტემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“. კონფერენცია გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ექსპერიმენტატორისა და მოგზაურის, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები დაესწრებიან.

კონფერენციაზე, რომელშიც 12 ქვეყნის 100-ზე მეტი მკვლევარი მონაწილეობს, განიხილავენ ლანდშაფტურ მეცნიერებას და ლანდშაფტურ დაგეგმარებას, კარტოგრაფიას და გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებს (GIS), გარემოს მართვას. თსუ მუზეუმში გაიმართება ნიკო ბრუჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა და ვიდეომასალის ჩვენება.

თსუ კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის გამგის ნიკო ბერჩაშვილის ინიციატივით, თუ-ში 1979 წელს დაარსდა აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ევრაზიის სხვადასხვა მთიან სისტემაში აწარმოებდა კვლევებს. პროფ. ნიკო ბერუჩაშვილი იყო მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2002 წელს ნიკო ბერუჩაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირში დაარსდა „ლანდშაფტური ანალიზის“  კომისია, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო.

Related events