Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-09-07
Beginning 12:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ 1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

7 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს საჯარო დისკუსიას - „საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი“,

 

 

2022 წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 30 წლისთავი აღინიშნება. უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა მჭიდრო პარტნიორობის ფორმა მიიღო, რამდენადაც იაპონია მუდმივად ამტკიცებს, რომ ის საქართველოსთვის განვითარების მიმართულებით სანდო პარტნიორი და კონტრიბუტორია. ასევე, იაპონია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.

 

ღონისძიების მიზანია იაპონიასა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლის მიმოხილვა, არსებული მიღწევების შეფასება და მომავალი თანამშრომლობის პერსპეტივების განხილვა. დისკუსია წარიმართება პოლიტიკური ნარკვევის გარშემო, რომელიც დოქტ. მარიამ ბიბილაშვილმა, ცუკუბას უნივერსიტეტის იაპონური და ევრაზიული სწავლებების სპეციალური პროგრამის აფილირებულმა მკვლევარმა მოამზადა. აღნიშნული პოლიტიკის ნარკვევის მიხედვით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მთავარი გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა იაპონური ბიზნესებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაძლიერება და იაპონია-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში ქვეყნის სანდო აქტორად ჩამოყალიბება. დისკუსია წარიმართება შემდეგი შეკითხვების გარშემო:

 

  • რა არის იაპონია-საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი მიღწევები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში?
  • რა ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის რეგიონში მიმდინარე პროცესები აღნიშნული პარტნიორობისთვის?
  • რა შეიძლება იყოს ახალი ინიციატივები და პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს?
Related events