Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-07-12
Beginning 14:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი

 

 

12 ივლისს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   გაიმართება როსტომ ჩხეიძის წიგნის „რომელთაც ძლიერ უყვართ ლიტერატურა“ პრეზენტაცია.

  წიგნი წარმოადგენს კრიტიკოსთა სილუეტების თავისებურ ალბომს, და კიდევ იმ რამდენიმე მსახიობისაც, რომელნიც გამოირჩევიან ლიტერატურისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და მისი პოპულარიზაციით.

  სიუჟეტურ ქარგას შეადგენს 38 სილუეტი, პორტრეტული შტრიხები 38 ადამიანისა:   ლევან ბრეგაძე, სოსო სიგუა, თეიმურაზ დოიაშვილი, თამაზ ვასაძე, ნონა კუპრეიშვილი, პაატა ჩხეიძე, ნინო ვახანია, ინგა მილორავა, პაატა ნაცვლიშვილი, ზაზა აბზიანიძე, ანდრო ბედუკაძე, ბელა წიფურია, გია მურღულია, ირმა რატიანი, ელგუჯა თავბერიძე, გიორგი ხორბალაძე, ნანა კუცია, მერაბ ღაღანიძე, მარინე ტურავა, ამირან არაბული, სალომე კაპანაძე, კობა იმედაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, თამარ ყალიჩავა, ნინო ჩხიკვიშვილი, რუსუდან ნიშნიანიძე, ლია კუხიანიძე, ნესტან ფიფია, მარინე გელაშვილი, თამაზ ჯოლოგუა, ლია წერეთელი, ჟანრი ლოლაშვილი, ნინო კასრაძე, მურმან ჯინორია, დავით კვირცხალია, ნინო ხუციშვილი, დავით ანდრიაძე, მარინე გიგაშვილი.

 ეს მხოლოდ ერთი ნაწილია კრიტიკოსებისაც და მსახიობებისაც, რომელთა სიაც გაცილებით გრძელია და მოსალოდნელია, რომ ეს წიგნი კიდევ და საგრძნობლადაც შეივსოს მეორე გამოცემისას.

  ყოველ შემთხვევაში, ეს არის მკაფიო დადასტურება, რომ საქართველოში არამცთუ არსებობს ლიტერატურული კრიტიკა, არამედ საკმაოდ მაღალ დონეზეც დგას, და ამავე დროს კრიტიკოსები არიან მრავალმხრივი ნიჭის ადამიანები, რომელნიც მწერლობის სხვადასხვა სფეროშიც აღწევენ წარმატებებს. ამიტომაც აღნიშნავს წიგნისათვის დართულ შესავალ ესეიში ნატო ინგოროყვა, რომ:  ეს მრავალმხრივი ისტორიების კრებულია, მრავალფეროვანი ესკიზებისაგან შემდგარი.  და რომ:  თვითეული გმირი წიგნისა თვით ლიტერატურასავით ჯიუტი და გამძლეა.

 

Related events