Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-07-12
Beginning 12:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

 

ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თარგმანი  თსუ-ის, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობისა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანამშრომლობის შედეგია. პუბლიკაცია იძლევა ევროკავშირის შესახებ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც საჭიროა ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციონალური მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად. 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდგომ დაჯილდოვდებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ის თანამშრომლები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს  (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობისა და EPLO-ს უნივერსიტეტის - ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ცნობიერების ამაღლების პროგრამა: „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“.

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა, 2020 წლის 13 აგვისტოს კი ამოქმედდა შეთანხმება რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცების, ევროპის საჯარო სამართლის პრინციპების და საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად.

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის  რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და   ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონული წარმომადგენლობა არის  ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება  საგანამანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.  სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები.

Related events