11 ივლისს, 19.00 საათზე, კინოს სახლში გაიმართება ფილმის „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ პრემიერა.
ფილმს სტუდია რაკურსი XXI, შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ მულტიმედია ცენტრი წარმოგიდგენთ. მასში საუბარია პროფესორ ვახტანგ ლიჩელის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ აღმოჩენაზე.
სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია ლელა წიფურია. ოპერატორი გიორგი ხაბურძანია, მემონტაჟე ზაზა ჩხეტიანი.