Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-06-17
Beginning 15:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მეორე სართული, თსუ მუზეუმი

17 ივნისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული და გამოცემული სამტომეულის „ანისი და საქართველო - ნარკვევები, მასალები“ პრეზენტაცია გაიმართება.

სამტომეულში თავმოყრილია თსუ ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ, 2016-2018 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგები, რომლის მიზანი ანის-შირაკის, როგორც გამორჩეული მრავალკულტურული გარემოს სრულად  წარმოჩენაა.

პროექტის ფარგლებში შესწავლილია ანის-შრაკის გარემოში არსებული სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის შრეებთან ერთად, ქართული პოლიტიკური, აღმსარებლობითი და მხატვრული მემკვიდრეობის თანაარსებობასთან დაკავშირებული მხარეებიც.

პროექტის  შედეგად გამოვლენილი მასალები მრავალმხრივ სრულყოფს ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული წრის შეხვედრის გარემოს სურათს, ამასთანავე, ახალი კუთხით წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის ვრცელ რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფესიურ თუ კულტურულ პროცესებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ეკლესიის დამოკიდებულებას მათთან, საზოგადოდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და როლს ამ პროცესებში.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ: ზაზა სხირტლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი ჭეიშვილი, ენტონი ისტმონდი, ირინე გივიაშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნატალია ტურაბელიძე, ნანა სიხარულიძე, ვლადიმერ კეკელია, ირმა ხოსიტაშვილი, ნელი ჩაკვეტაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ნინო ბაგრატიონი, ვიოლა ტუღუში, ზეინაბ გურჯიძე, თეო ჯალაღანია, მაია პატარიძე, ირაკლი ფაღავა და ირაკლი თეზელაშვილი.

 

Related events