13 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართება ფოტოგამოფენა „თბილისის მდინარეები“.
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება თსუ-ს სტუდენტური, სამეცნიერო პროექტის „თბილისის მდინარეების ჰიდროლოგიური კვლევა“ ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება 2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში (თსუ ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია) სტიქიური მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.