Date
2022-06-01
Beginning
13:00 HR
Address
ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი
1 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა საბავშვო მწერლებთან: ლია შალვაშვილი, თამარ ადამია, მაია დიაკონიძე (საბავშვო გამომცემლობა - ,,დილა’’).
ღონისძიებას გააფორმებენ ჭოხონელიძის სტუდიის ბავშვები, მოეწყობა ქიმიკოსებისა და არქეოლოგების კუთხე.
ღონისძიებას დაესწრებიან ქ. თბილისის N47 და N90 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე ნორიოსა და რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის 9 მოსწავლე და უკრაინელი ბავშვები.
ღონისძიება ტარდება თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ საბავშვო კვირეულის ფარგლებში.
Related events