Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-05-27
Beginning 10:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, მუზეუმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი "ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში" ფარგლებში მართავს გამოფენას „არქეოლოგია და უნივერსიტეტი".  სიმპოზიუმი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 27-29 მაისს გაიმართება.
 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში არქეოლოგიის განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა გაეცნოს ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი ნიორაძის, ანდრია აფაქიძის, გიორგი  ლომთათიძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ალექსანდრე კალანდაძის, პარმენ ზაქარაიას, დავით  თუშაბრამიშვილის, ოთარ ჯაფარიძის, გურამ ლორთქიფანძის და სხვა არქეოლოგების შესახებ საინტერესო ფოტოებსა და პირად ნივთებს. 

 

Related events