Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-05-31
Beginning 13:00 HR
Address .

31 მაისს 13:00-14:30 საათზე (CEST/Geneva) KIX EAP ატარებს რიგით მე-13 ვებინარს თემაზე "Data that speaks, school reforms that follow", რომელიც შეეხება სკოლებში საბაზისო სწავლებას. ვებინარზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, თუ როგორ იქნა შესწავლილი მონაცემები EAP-ის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, რათა გაეანალიზებინათ რა არის მოსწავლეთა ცუდი მოსწრების ძირითადი მიზეზები და რისი სწავლა არის შესაძლებელი იმ სკოლებიდან, რომლებიც გამორჩეულად კარგად მუშაობენ, მათ ხელში არსებული მცირე რესურსების მიუხედავად.

 

ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ასევე უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი არაბულ და რუსულ ენებზე.


მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს. ვებინარი განსაკუთრებით განკუთვნილია პოლიტიკის შემქმნელებისთვის, განათლების დაინტერესებული მხარეებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, მასწავლებლებისთვის და აკადემიური მკვლევრებისთვის. ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე.


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

Related events