13 აპრილს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაჯილდოვდებიან სტუდენტები, რომლებმაც 24 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარებულ სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში „იმპერიიდან ოკუპაციამდე“ მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის სამუშაო თემებს წარმოადგენდა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინტელექტუალური, სოციალური და კულტურული ისტორია (1880-1921 წწ); რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური ისტორია (1881-1921 წწ). კონფერენციაში მონაწილეობა სამივე საფეხურის 9 სტუდენტმა მიიღო.