Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-04-12
Beginning 14:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, სააქტო დარბაზის ფოიე

12 აპრილი, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიაში რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაციის „ევროკავშირის ურთიერთობები მის აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებთან ევროკავშირის საპრეზიდენტო პროგრამების ფარგლებში 2001-2021“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

მოცემული პუბლიკაცია აღწერს კვლევას, რომელიც ეხება 2001-2021 წლებში ევროკავშირსა და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენებსა და რეგიონულ პროცესებს. კვლევის ძირითად აქცენტს წარმოადგენს ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობების სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა, რადგან მათი საშუალებით განისაზღვრება ევროკავშირის პრიორიტეტები და სამომავლოდ განსახორციელებელი ქმედებები. კვლევის საყრდენ მეთოდს წარმოადგენს 40 სამოქმედო გეგმიდან გაანალიზებული დებულებების კონსესუსი, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ურთიერთობას ასახავს. კვლევის ანალიზის მიხედვით, აღნიშნული სამოქმედო გეგმა გავლენას ახდენს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან დაახლოებაზე. გარდა ვითარების ანალიზისა, ნაშრომი მოიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს, რომელთა გათვალისწინებაც მეტად შეუწყობს ხელს კვლევის მიზნის განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-სერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონული წარმომადგენლობა არის  ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება  საგანამანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება. სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები.

EPLO-ს წარმომადგენლობა ასევე ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე პროფესიული და კვალიფიციური საჯარო დისკუსიების, ლექციების, სემინარების წარმართვას, რაც მიმართული იქნება ანტიევროპული პროპაგანდისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის  წინააღმდეგ. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში.

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა, 2020 წლის 13 აგვისტოს კი ამოქმედდა შეთანხმება რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცების, ევროპის საჯარო სამართლის პრინციპების და საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად.

Related events