Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-04-14
Beginning 13:00 HR
Address თსუ

 

დედაენის დღესთან დაკავშირებით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მართავს შეხვედრას თემაზე: “1978 წლის 14 აპრილი.“

 

 მომხსენებელი:  ანა ბაქანიძე - ფილოლოგი, მკვლევარი

 შეხვედრა გაიმართება online ფორმატით, zoom პლატფორმის საშუალებით.
 შეხვედრის ლინკი:
https://us02web.zoom.us/j/833974

 

 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

 საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

Related events