Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-04-13
Beginning 13:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე.

13 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიხსნება მხატვარ ლევან დავითიანის ნამუშევრების გამოფენა - ,,დასურათებული ფსალმუნი’’.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლების ინიციატივით, საპროტესტი მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

გამოფენაზე ნახატებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული „ფსალმუნების“ უნიკალური გამოცემები, რომლებიც მეთვრამეტე–მეცხრამეტე საუკუნეებში დაისტამბა. მხატვარ ლევან დავითიანის მიერ შესრულებული დასურათებული ხელნაწერი ,,ფსალმუნი“ რვეულებადაა დაშლილი და გამოფენაზე გაშლილ მდგომარეობაში წარსდგება (გამოფენის შემდგომ ავტორი ნამუშევრებს დასრულებულ სახეს მისცემს  და წიგნად აქცევს.) მხატვარმა ფსალმუნზე მუშაობა 2011 წლიდან დაიწყო და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ქმნიდა გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს.  ხელნაწერის დასურათება  გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და მაღალხატვრული გადაწყვეტით. შესრულებისას გამოყენებულია ბუნებრივი საღებავები და ოქრო.  ლევან დავითიანი დაიბადა 1985 წლის 6 აგვისტოს ქალაქ მესტიაში. 2007 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი. მისი შემოქმედებითი ინტერესი ქრისტიანული თემატიკაა.

Related events