Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-03-07
Beginning 11:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, რექტორატი

7 მარტს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ებერტის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ჩართული იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კერძოდ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა და ებერტის ფონდის წარმომადგენლობა. მემორანდუმის ფარგლებში მომზადდება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან დაკავშირებული სამეცნიერო პროექტი.

პროექტი გულისხმობს 2 წიგნის გამოცემას, რომელიც შეეხება ისტორიისა და ნაციონალიზმის საკითხების განხილვასა და საერთო კრებულის გამოცემას. პირველ წიგნში წარმოდგენილი იქნება ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ირაკლი წერეთლის სტატიები სახელმწიფოსა და ნაციონალიზმის შესახებ. გარდა ამისა, ითარგმნება ოტო ბაუერის, ერნესტ რენანისა და ჟან ჟორესის სტატიები. ფრანგულიდან ქართულად ითარგმნება და მეორე წიგნში დაიბეჭდება: ხარიტონ შავიშვილის ორი თხზულება: „სამშობლო, ციხეები, გადასახლება“ და „რუსი რევოლუციონერები 1908 წელს ჟენევაში.“

პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული კონცეპტების კვლევასა და ცნობილი და უცხოელი საერო მოღვაწეების აკადემიური ნაშრომების გაერთიანებულ წიგნებად გამოცემას.

Related events