9 დეკემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "გლობალიზაცია - იდენტობა - ლიტერატურა". კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის № DI-18-965 გრანტის „ქართული ინტერკულტურულ-მიგრაციული მწერლობა ახალი „Weltliteratur“-ის ჭრილში და ნაციონალური იდენტობა“ ფარგლებში. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA); ა(ა)იპ ინტელექტუალური მიგრაციის ინსტიტუტი (IMI); შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
კონფერენცია 10:00 საათზე გაიხსნება. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.
--