Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-10-25
Beginning 12:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, სააქტო დარბაზის ფოიე

25 ოქტომბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაციის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები,  სტუდენტები დაესწრებიან. 
 

პუბლიკაცია იძლევა ევროკავშირის შესახებ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც საჭიროა ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციონალური მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად. პუბლიკაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებული ქვეყნების პერსპექტივიდან განიხილავს ევროკავშირსა და მის ევროპულ სამეზობლოს შორის ურთიერთობებს, ადარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესებს, იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართვის პრაქტიკულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე, პუბლიკაცია აღწერს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ კომპეტენციათა გამიჯვნას კანონშემოქმედებით სფეროში და პრაქტიკულ ჭრილში განმარტავს ევროკავშირის ინსტიტუტების როლს ამ პროცესში.
 

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის  რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და   ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონული წარმომადგენლობა არის  ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება  საგანამანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.  სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები. 
 

EPLO-ს წარმომადგენლობა ასევე ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე პროფესიული და კვალიფიციური საჯარო დისკუსიების, ლექციების, სემინარების წარმართვას, რაც მიმართული იქნება ანტიევროპული პროპაგანდისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის  წინააღმდეგ. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში. 
 

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა, 2020 წლის 13 აგვისტოს კი ამოქმედდა შეთანხმება რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცების, ევროპის საჯარო სამართლის პრინციპების და საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად. 

 

 

Related events