Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-10-05
Beginning 12:00 HR
Address ZOOM

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება ტრენინგი თემაზე "კრეატივი ბიზნესში"

ტრენინგის მიზნები:

  • გააცნოს მონაწილეებს როგორ შეიძლება გამოიყენოს კრეატივი საკუთარი თუ ბიზნესის მიზნებისთვის.
  • შეასწავლოს ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების მთავარი პრინციპები, კონკრეტული ტექნიკების მაგალითებზე;
  • გააცნოს მონაწილეებს კრეატივის მთლიანი პროცესი - დავალების მიღებიდან, იდეის აღსრულებამდე;
  • გააცნოს მონაწილეებს ბიზნესში კრეატივის გამოყენების საუკეთესო მაგალითები როგორც საერთაშორისო ასევე ლოკალურ ბაზრებზე;
  • გააცნოს ის რესურსები და ხელსაწყოები, რომლებსაც კრეატიული ინდუსტრიები იყენებენ - შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისთვის.

ტრენინგის თემატიკა 5 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებად იქნება დაყოფილი:

  • რა არის კრეატივი და რა გამოყენება აქვს მას ბიზნესში?
  • რატომ არის კრეატივი - მომავლის მთავარი უნარი?
  • რა არის შემოქომედებითი აზროვნება და რა პროცესს გულისხმობს ის?
  • რა ტექნიკები არსებობს შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად?
  • როგორ შეუძლია ბიზნესს კრეატივით მოიპოვოს უპირატესობა?

ტრენერი:
ეკა ყიფიანი - კრეატიული დირექტორი ( JWT Metro)

ღონისძიება გაიმართება პროგრამა zoom-ში:
https://us02web.zoom.us/j/85424808383

zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

Related events