Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-10-04
Beginning 13:00 HR
Address თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართულის დერეფანი

4 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელზეც სოფელ ხანის ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად მოპოვებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი. 

 

პროექტის "სოფელ ხანის ეთნოგრაფიული კვლევა" მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანის ეთნოგრაფიული მახასიათებლების შეკრება-ანალიზი. სოფელი ხანი საინტერესო ადგილია ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. სოფელში ტრადიციული ყოფის ბევრი ელემენტი დღემდეა შემორჩენილი (მაგალითად, ყველის ქვევრში დაყენების ტექნიკა, ხელოსნობა, რიტუალური პრაქტიკა). სოფელ ხანისათვის დამახასიათებელია ერთდროულად საქართველოს მთისა და ბარის ეთნოკულტურული რეალიები, მას აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ იმერეთის ხევსურეთი უწოდა. გამოჩენილმა ეთნოლოგმა ჯულიეტა რუხაძემ ეთნოგრაფიული კვლევა ჩაატარა და მონოგრაფია გამოსცა.  ფოტოგამოფენა ჯულიეტა რუხაძის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

Related events