Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-06-21
Beginning 12:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ I კორპუსი, 06 აუდიტორია

21 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. ღინისძიებაზე თსუ-სა და ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტიზით უზრუნველყოფას, გამჭვირვალობას, დამოუკიდებელ ანალიზსა და პოლიტიკაზე რეკომენდაციების შემუშავებას სთავაზობს.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:

  • საერთაშორისო პარტნიორების, მოკავშირეებისა და მხარდამჭერებისთვის ქვეყნის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება;
  • საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გაძლიერების და შეუქცევადობის ხელშეწყობა;
  • ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ანალიტიკური და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება;
  • საზოგადოების სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო და სამართლებრივი თვითშეგნების ზრდის პროცესის ხელშეწყობა.

ღონისძიება ჩატარდება ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვების დაცვით.

Related events