Date
2021-05-18
Beginning
19:30 HR
Address
facebook live
18 მაისს 19:30 საათზე, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ EMSA TSU წარმოგიდგენთ დღესდღეობით მედიცინის სფეროში ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე საჯარო ლექციას - „ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ კოვიდვაქცინაციის შესახებ“
საჯარო ლექციას წარუძღვება მიკრობიოლოგი და ეპიდემიოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - პაატა იმნაძე.
საჯარო ლექცია გაიმართება EMSA TSU-ს გვერდზე Facebook ლაივის საშუალებით მოცემულ ბმულზე.
Related events