19 აპრილს, 17:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საჯარო ლექციას გამართავს სახელწოდებით: „იოსებ გრიშაშვილის ლიტერატურული ბიოგრაფია-თანამედროვე რეფლექსია“
2021 წლის 24 აპრილს ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს იოსებ გრიშაშვილს 132 წელი შეუსრულდებოდა.
მომხსენებლები:
თამარ პაიჭაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
თემა: „იოსებ გრიშაშვილის ლიტერატურული ბიოგრაფია-თანამედროვე რეფლექსია“
ქეთევან სამადაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უახლესი ლიტერატურის ისტორიის დოქტორანტი.
თემა: „იოსებ გრიშაშვილის გასაბჭოებული პოეზია 1939 წელს გამოცემული კრებულ "ახალი ლექსების" მიხედვით“ ღონისძიება ჩატარდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის facebook გვერდზე პირდაპირი ტრანსლირებით