Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-02-25
Beginning 12:00 HR
Address ი. ჭავჭავაძია N1, თსუ I კორპუსი

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ რუსეთის საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამხედრო ოკუპაციიას ქვეყნის ანექსია და საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა. თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების დასაცავად მებრძოლ საზოგადოებას გვერდით ედგნენ ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომელთა შორის დიდი მსხვერპლი იყო.

25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში თსუ მუზეუმის მიერ მის არქივებში დაცული ფოტოდოკუმენტები და მემორიალური ნივთები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება, კოჯორ-ტაბახმელასთან მებრძოლ თსუ პროფესორ-მასწავლებლთა: ვანდა ღამბაშიძეის, რობერტ ბლეიკის (რომელიც თსუ ლექტორი იყო, ხოლო მოგვიანებით ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი), ნიკო კეცხოველის  და ასევე თსუ სტუდენტთა: მარო (მარიამ) მაყაშვილის, პავლე (პალიკო) ბეშკენაძის, ნიკოლოზ (კოლია) კალანდარიშვილის, გიორგი (გიო) გამყრელიძს, გიორგი ნაკაშიძის (მოგვიანებით ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი), გაბრიელ გეხტმანის ფოტოები და დოკუმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დოკუმენტური მასალა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მთავრობისა და ევროპის წამყვან სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიმოწერას ეხება.

 

Related events